Monday, December 15, 2008

ბიოგრაფია

ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1848 წლის 20 იანვარს. აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მისი ფსევდონიმი იყო ყაზბეგი. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში. 1863-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879-წლიდან თბილისში ცხოვრობდა.

1 comment:

  1. Harrah's Philadelphia Casino & Racetrack - Mapyro
    Harrah's Philadelphia 김천 출장샵 Casino & 양산 출장안마 Racetrack. 구미 출장안마 Find driving 과천 출장샵 directions, reviews and 여수 출장마사지 information for Harrah's Philadelphia Casino & Racetrack in Chester,

    ReplyDelete